„არ შეიძლება, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალება, ვიწროპარტიული თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული“, - ამის შესახებ ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან ოპერატორის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და საზოგადოებას მიუსამძიმრა და 5 ივლისს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ პრაიდის მიზანი თუ იყო ის, რომ მიმღებლობა გაზრდილიყო ამ თემის მიმართ, ახლა პირიქით, უკიდურესად არის. იცით, თქვენ, რომ ეს მოვლენები არასწორად იყო გაშუქებული, გამოყენებული. იგივე შეიძლება ითქვას მედიასთან მიმართებაში. იცით, სამწუხაროდ, გაუგონარი რამ მოხდა არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ისტორიაში არ იქნება ამის მაგალითი, რომ კონკრეტული ადამიანები დაუპირისპირდნენ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, ისინი რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენენ. ეს არის სრულიად მიუღებელი. ვგმობთ ამ ძალადობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავსი ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს.
სრულიად მიუღებელია ამ თემებით მანიპულირება, რომ თითქოს ეს მთელი საქართველოს ან უმრავლესობის დამოკიდებულებაა კონკრეტული თემის, ჟურნალისტებისა თუ განწყობების მიმართ. არ შეიძლება რამდენიმე ათეული აგრესიული ადამიანის დამოკიდებულება განვაზოგადოთ. ისევე, როგორ არ შეიძლება რამდენიმე ერთეული სასულიერო პირის მოწოდებები საპატრიარქოს მოწოდებებად. ახლა ეს ისტერია ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ გადავიტანოთ“, - განაცხადა ბოჟაძემ.