logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ღმერთისა და კანონის წინაშე თანასწორები ვართ, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება
- +

13 ივლისი. 2021. 18:46

 

„ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ნურავინ ვიჩქარებთ წინასწარ დასკვნების გაკეთებას, მით უფრო ამ დასკვნების პოლიტიზებასა და სპეკულირებას“, - ამის შესახებ ლადო ბოჟაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საზოგადოება ექსპერტიზისა და 5 ივლისს მომხდარი თავდასხმის გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

 

„ის, რომ ამ ძალადობაში გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული, ჩანდა. მაგრამ მათ შორის პოლიციას, პროკურატურას სჭირდება ძალიან მაღალი სტანდარტი, იმისთვის რომ არა მხოლოდ კონკრეტული მოძალადეები, არამედ ისინი, ვინც ამ ადამიანებს აქეზებდნენ, მოუწოდებდნენ სიძულვილისკენ, დაპირისპირებისკენ, იყვნენ უმკაცრესად დასჯილები. სხვაგვარად ჩვენ ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ პროცესებმა აჩვენა მთავარი, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არის მთავარი და ყველამ უნდა გაიგოს ამ ქვეყანაში, რომ ღმერთისა და კანონის წინაშე თანასწორები ვართ, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს იყო მთავარი ამოცანა, რომ ამ 2 დღის განმავლობაში მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner