logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: მოსახლეობისთვის პრიორიტეტი ქართული ლარი უნდა იყოს
- +

21 ივლისი. 2016. 12:31


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.


გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.


„მიზეზი, ალბათ, განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი, და საქართველოში ერთადერთი ვალუტამ, რომელსაც გადახდისა და დაგროვების ფუნქცია ჰქონდა, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოჰყვება. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს. დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner