მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„აი, რა ათქმევინა დიდმა ჭაბუამ თავისი უკვდავი „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟებს, მორდოხაი - ერთი კაცის მოფიქრებულია ეგ, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს... დათა - მასეა... ასეთი კაცები ხელმწიფის სამსახურში რატომ მიდიან, მაცოდინა ნეტავი... მორდოხაი, ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, მარა რას მოახმაროს ის ჭკუა - ცოტასთვის...
ახლა კი რად უნდა ამას მარჩიელობა, ვის თავში იბადება ის მზაკვრული ამბები, რაც ხდება ჩემს და თქვენს ქვეყანაში... კაცს, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწინება არ მოსწონს და უფალს ადიდებს, ქვეყნის მოღალატეს ეძახიან, „ოპერატორი“, რომელიც ნარკოტიკის ზედმეტმა დოზამ იმსხვერპლა, მთავრობის მიერ მოკლულად ცხადდება, თუმც მე მის ცემას და დევნას არ ვამართლებ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს...
აქ ისმის კითხვა... სად იყვნენ ის ჟუუუუუურნალისტები, პოლიტიკოსები მაშინ, როცა ამდენი ახალგაზრდა ჩახოცეს ქუჩაში ნაცსექტის ლაქია პატრულისა და პოლიციის თანამშრომლებმა? თუ ჩვენი შვილები უცხოპლანეტელები იყვნენ და მათ ამ ქვეყანაში მშობლები არ ყავდათ? თავი დაანებეთ სხვისი უკანალის დაცვას, საკუთარს მიხედეთ, ასე აჯობებს, მათი ცემა და მათი დამცველების დარბევა არავის არ უნდა, ნუ აიძულებთ ხალხს, მართლა იხუვლოს და მტყუან-მართალს მერე ვერავინ გაარჩევს, საქართველოში „ტრაკის ფილოსოფიით“ მოაზროვნეთა დრო არასდროს დადგება.
ჭკუით, ქართველებო, ვისაც თქვენი ჭკუა შეგიძლიათ, ქვეყნის სასიკეთოდ შემოაბრუნოთ, სახელმწიფოს კი ისეთი პირები ჩაუდგებიან სათავეში, ვისაც ხალხი აირჩევს, მწამს, რომ ეს ნაცხროვა არასდროს იქნება... ასეა ეს... სულ კარგად ბრძანდებოდეთ...“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.