logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ოპოზიციონერების მხრიდან ვხედავთ ტემპერატურის ხელოვნურად გაზრდის მცდელობას და ამ მიზნით არ თაკილობენ ამ ტრაგედიის გამოყენებას, ეს უზნეობაა
- +

13 ივლისი. 2021. 18:55

 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მართლაც ძალიან მძიმე ამბავია, ტრაგედიაა. როდესაც ოპოზიციონერების მხრიდან ვხედავთ უბრალოდ ტემპერატურის ხელოვნურად გაზრდის მცდელობასა და ამ მიზნით არ თაკილობენ ამ ტრაგედიის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს უზნეო საქციელია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რაც 5 ივლისს მოხდა და იმ დანაშაულის სიმძიმის გასაფერადებლად ნამდვილად არ არის აუცილებელი დამატებითი ფაქტორების ხელოვნურად შემოტანა, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვუყურებთ.

 

„არ შეიძლება არ ითქვას, რომ ერთი მხრივ, ის დანაშაული, რომლის შედეგადაც დაზიანდა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, იმსახურებს უმკაცრეს შეფასებასა და მონაწილეების დასჯას. მეორე მხრივ, ამისთვის არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ გამოგონილი და დაკავშირებული იქნას ერთმანეთთან გარდაცვალების ფაქტი და ის დანაშაული, რომელიც ამ კაცის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი 5 ივლისს. თუ არსებობს ასეთი კავშირი, არც ეს დარჩება დაფარული და თუ არ არსებობს, წინასწარ ამის შესახებ განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. როდესაც ოპოზიციონერების მხრიდან ვხედავთ ტემპერატურის ხელოვნურად გაზრდის მცდელობას და ამ მიზნით არ თაკილობენ ამ ტრაგედიის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს უზნეო საქციელია. მესმის, რომ შესაძლოა ემოციური ფონის მომატებით ვინმე იყოს დაინტერესებული, ეს გასაგებია, მაგრამ ეს რომ უზნეობაა, ამას საზოგადოება კარგად უნდა აფასებდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაგები არ არის იმ დანაშაულის სიმძიმე, რაც 5 ივლისს მოხდა და ამ დანაშაულის სიმძიმის გასაფერადებლად ნამდვილად არ არის აუცილებელი დამატებითი ფაქტორების ხელოვნურად შემოტანა, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვუყურებთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner