„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი. თუ ვინმეს დაუსჯელობასთან დარჩება კითხვის ნიშნები, ძალიან გაგვიჭირდება პროცესების დასტაბილურება. ძალიან გაგვიჭირდება იმ თანხმობის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკავშირდებოდა სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციას. ძალიან გაგვიჭირდება იმ ერთობის დამტკიცება, რომელიც გვქონდა ჩვენი საპატრიარქოსა და ეკლესიის მიმართ,“ - ამის შესახებ ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ერთეული ყოვლად მიუღებელი განცხადება სასულიერო პირებისგან, მოხდა მათი გაიგივება საპატრიარქოსთან. სამწუხაროდ დღესაც, კონკრეტული სასულიერო პირები აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც უბრალოდ ქრისტიანმა ადამიანმა არ უნდა გააკეთოს, არათუ სასულიერო პირმა. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან და მმართველი პირებისგან პირობა, რომ ყველა უმკაცრესად იქნება დაჭრილი და რაც მთავარია მივიღეთ პირობა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და როგორც არ უნდა ეცადოს რუსეთი ქვეყანაში დესტაბილიზაციას არავინ არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ კანონის უზენაესობა ყველა სახელმწიფოს მიმართ ერთნაირად იყოს დაცული“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.