სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, ერევანში არეულობის დროს სამართალდამცველებმა 136 ადამიანი დააკავეს.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება გვიან ღამით ერებუნის რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც შეიარაღებულ პირებს რამდენიმე ადამიანი მძევლათ ჰყავთ აყვანილი. დაპირისპირების დროს 50 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 სამართალდამცველი და რამდენიმე ჟურნალისტი.
საპროტესტო აქციაში თავდამსხმელების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.