ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ წერს.
„რატომ ებრძვით იცით წლებია ირაკლი ღარიბაშვილს?! იმიტომ, რომ თქვენ არ გგავთ. თქვენსავით ტალახში არ უგორავია, არც ოჯახისთვის უღალატია, არც ნარკოტიკები მოუხმარია, არც მასზე ,,კომპრომატები“ სააკაშვილის რეჟიმს არ გადაუღია.
ებრძვით იმიტომ, რომ ერთადერთია ვისაც პატრიარქმა საკუთარი გულის ჯვარი დაკიდა და გამორჩეულად უყვარს, ებრძვით იმიტომ რომ საკუთარ მეგობრებს და ახლობლებს ღალატი არ აპატია, მისი სახელით მილიონების შოვნის იმედი მოუსპო.
ებრძვით იმიტომ, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა და ასე ზრდის შვილებს, ებრძვით იმიტომ, რომ არასდროს იმ კაცისთვის არ უღალატია ვინც შექმნა, ებრძვით იმიტომ რომ წესიერ პატიოსან ადამიანებს უყვარს, ებრძვით იმიტო,მ რომ ყველას თავის დუმილით გაჯობათ, ებრძვით იმიტომ, რომ სამშობლო უყვარს.
ვერ მოერევით, უწმინდესის ნაჩუქარი გულის ჯვარი იცავს!“ - წერს ნინო ჯღარკავა.