სანამ თურქეთში სიკვდილით დასჯის შემოღებას განიხილავენ, სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაზიმ ქალაქში უკვე გამოიყო მიწა, სადაც „მოღალატეთა სასაფლაო" გაკეთდება.
„მე გავეცი ბრძანება შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელებს ექნებათ საშუალება, დაწყევლონ ისინი და მათ საფლავებში მოსვენება არ ექნებათ", - განაცხადა ტოფბაზიმ.