logo_geo
eng_logo
„რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დატოვებენ
- +

21 ივლისი. 2016. 13:11


„რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებს, სავარაუდოდ,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ, მომავალ კვირაში დატოვებენ.

ამასთან დაკავშირებით, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.


„პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო თავდაცვის მინისტრის შეერთებულ შტატებში ყოფნა, აქ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისთან ხელმოწერილი დოკუმენტის შემდგომი ეტაპების დასასრულებლად. მე მგონი, მომავალი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები თავდაცვისა და შერიგების საკითხებზე ჩამოყალიბდებიან", - განაცხადა  უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner