„სირცხვილია“ არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ფინანსდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„პრაიდის“ მთავარი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“. გიგა მაქარაშვილი იყო წარმოჩენილი პერსონალურად როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ „სირცხვილია“ არის „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაცია. ეს არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც რა თქმა უნდა ფინანსდება სააკაშვილის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით ყველას აქვს ინფორმაცია. პარალელურად, საინტერესოა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს თავისი კვალი რუსეთთან. გახსოვთ, გიგა მაქარაშვილი იყო მინდია გულუას, რუსული ხაზის ერთ-ერთი წარმომადგენლის პრეს სპიკერი თავის დროზე და ეს შლეიფი მას დღემდე მოჰყვება. ეს ძალიან საინტერესო „დამთხვევაა“ - სააკაშვილი, რუსეთი და „სირცხვილია“ საქართველოში. ეს არის ძალიან მარტივი ნიშნები იმისა, რომ ყველაფერი იმართება ერთი და იგივე რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან, რომლის სათავეში არის ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.