logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია: მთელი ეს ტრაგედია ხან სახელმწიფოზე, ხან ეკლესიაზე უნდათ გადატეხონ, თუმცა არავინ ამბობს იმას, რომ პასუხისმგებელია ყველა
- +

14 ივლისი. 2021. 00:09

 

„მთელი ეს ტრაგედია ხან სახელმწიფოზე, ხან ეკლესიაზე უნდათ გადატეხონ, თუმცა არავინ ამბობს იმას, რომ პასუხისმგებელია ყველა - ვინც დაძაბა ეს საზოგადოება, ვინც ასეთი რიტორიკით ისაუბრა. ვინც ერთი მისხალ დათმობაზე არ წავიდა“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრაიდის კვირეულის განმავლობაში ხედავდნენ, რომ საზოგადოებაში, ორივე მხარის მხრიდან, შემაშფოთებელი განცხადებები კეთდებოდა და ესკალაცია თანდათან მატულობდა.

 

„ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავდით და იყო საფრთხე, სიტუაცია კონტროლიდან გამოსულიყო. არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობა ყველას ეგრძნო, შესაძლო დაპირისპირებაზე, თუმცა მსგავსი რამ, რაც ვნახეთ წარმოუდგენელი იყო“, - განაცხადა მამა ანდრიამ.

 

მისივე თქმით, მათ არაერთი განცხადება გააკეთეს მარში ორგანიზატორებისა და იმათი მისამართით, ვინც მათ წაახალისებდა.

 

„მათ შორის მივმართეთ საელჩოებს, სახელმწიფოსაც და ყველას ავუხსენით, რომ წინ გველის ასეთი განსაცდელი. სამწუხაროდ, ბოლო დღეებამდე ველოდებოდით, რომ მათი რიტორიკა შეიცვლებოდა. შეიცვლებოდა გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ ივლისს ჩატარდა მათ მიერ დაგეგმილი აქტივობა. იქ რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ რაიმე როლი მიგვიძღოდა ეს თავისთავად ხალხი იმ კონდიციამდე, რომ დაპირისპირება მომხდარიყო“, - დასძინა დეკანოზმა.

 

მამა ანდრიამ დეტალურად გაიხსენა 5 ივლისის დღე.

 

„მე მესმის, მთელი ეს ტრაგედია ხან სახელმწიფოზე, ხან ეკლესიაზე უნდათ გადატეხონ, თუმცა არავინ ამბობს იმას, რომ პასუხისმგებელია ყველა - ვინც დაძაბა ეს საზოგადოება, ვინც ასეთი რიტორიკით ისაუბრა. ვინც ერთი მისხალ დათმობაზე არ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ წინ საფრთხე ელოდა. საფრთხე ელოდა მშვიდობას. ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანები ახერხებენ რაღაც კომპრომისების გაკეთებას, რათა არ მოხდეს რაიმე უბედურება. საზოგადოების ნაწილს თითქოს, დააჯერეს, რომ საპატრიარქომ მოუწოდა რაღაც ძალადობისკენ ან სწორედ ისე დაგეგმა, რომ მომხდარიყო იქ ესკალაცია. სინამდვილეში, თუ ჩვენ საპატრიარქოს განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ყველა განცხადებაში მოწოდება იყო მშვიდობისკენ. პარაკლისი დაინიშნა 17:00 საათზე და არა იმ ლოკაციასთან ახლოს, სადაც პრაიდს გეგმავდნენ. მიზიდულობის ცენტრი იყო სხვაგან“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner