logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: ლექსოს დაღუპვა ყველა ჩვენგანისთვის მძიმე ტრაგედიაა და ამან უნდა დაგვაფიქროს
- +

14 ივლისი. 2021. 00:13

 

„ლექსოს დაღუპვა ყველა ჩვენგანისთვის მძიმე ტრაგედიაა და ამან უნდა დაგვაფიქროს, როგორ მივედით აქამდე, რომ ასეთი დაპირისპირებულები ვართ ერთმანეთთან და დაუნდობლად ყველაფერს ვაკადრებთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი სიმშვიდის დამყარებაში ტელევიზიების როლზეც ისაუბრა.

 

„ჯერ არ დადგენილა არავის ბრალეულობა და უკვე არის კასკადი შეურაცხყოფებისა და ბრალდებების. ამიტომ ყველანი უნდა დავფიქრდეთ რაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორმე სიმშვიდე მოიპოვოს საზოგადოებამ. აუცილებლად უნდა მივმართოთ ტელევიზიებსაც, მრევლსაც არა მრევლსაც და ყველამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ტელევიზიებს ძალიან დიდი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდისთვის იზრუნონ. სამწუხაროდ, ხდება საპირისპირო. მუდმივად არის დაძაბულობის შემქმნელი პათოსი და პოლარიზებისთვის მიმართული განწყობები. არ ვიყენებთ ამ რესურსს, რომელიც შეიძლება საქართველოს ერთიანი პრობლემებისთვის მიგვემართა“, - განაცხდა ჯაღმაიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner