logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: 5 ივლისს სასულიერო პირები იცავდნენ ჟურნალისტებს და ეს ცხადი ფაქტია
- +

14 ივლისი. 2021. 00:15

 

„11:30 საათზე პირველი ცნობა როგორც კი მოვიდა ჩვენამდე, რომ რაღაც ინციდენტი მოხდა ჟურნალისტებთან მიმართებით, ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რომ მაქსიმალურად მიგვეწვდინა ხმა ხალხისთვის“, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„ამ დროს, ერთ-ერთ მოძღვარს ჰქონდა საშუალება, რომ მიკროფონით გამოეცხადებინა ეს. მან ეს 11:30 საათზე მოახერხა. მე პოსტი დავწერე, რომ ეკლესია ვერანაირად ვერ გაამართლებს მსგავს ძალადობას. ამიტომ ყველას მოვუწოდე, რომ თავი შეეკავებინათ“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

მისი თქმით, 5 ივლისს სასულიერო პირები იცავდნენ ჟურნალისტებს და ეს ცხადი ფაქტია.

 

„თუ სხვა ფაქტი არსებობს, იარსებებს შესაბამისი ვიდეომასალაც და გვაჩვენონ მაშინ, თუ სადმე, რომელიმე პოლიტიკოსი ან აქტივისტი, ან ორგანიზატორი ამ დაძაბულობისა, ლგბტ თემის უფლებადამცველი...ან ვინმე თუ გამოვიდა და გამოექომაგა ჟურნალისტებს გარდა სასულიერო პირებისა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

დეკანოზის განცხადებით, სასულიერო პირებთან მიმართებით ბევრი სხვადასხვა აზრია, მათ შორის აბსურდულიც.

 

„გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურებმა და დასკვნა დადოს. რაც გამოვლინდება, იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. დღეს ჟურნალისტები მისვამდნენ შეკითხვას სასულიერო პირთან დაკავშირებით, რომელმაც ძალადობრივი ლექსიკა გამოიყენა. ზოგადად კონტექსტიდან იყო ამოგდებული ის რაც ვნახეთ, მაგრამ შეკითხვას მისვამდნენ მრავლობით რიცხვში, რომ 5 ივლისს სასულიერო პირები მოუწოდებდნენ ძალადობისკენ. როგორ შეიძლება ძალადობისკენ მოუწოდოს სასულიერო პირმა შვილის ტოლა ჟურნალისტების მიმართ? ეს სასულიერო პირი დაბარებული იყო საპატრიარქოში და იყო სასტიკი საყვედური. მან თავისი სინანულის შესახებ ჩაწერა ვიდეო და გაავრცელა, რომლის ნახვაც ყველასთვისაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

მისი თქმით, 5 ივლისს ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, მისდევდნენ ადამიანებს, თუმცა ბევრი მათგანი თავს ეკლესიის შვილად მიიჩნევს.

 

„რთულია, რომ სახეზე ამოიცნო, რომ ამა თუ იმ მღვდლის სასულიერო შვილია, მათ ქრისტიანული სინდისით უნდა შეინანონ, უნდა მივიდნენ სულიერ მოძღვართან და სინანული გამოთქვან ამის შესახებ, თუ რამე სახის ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთი ცოდვით, მეორის განკურნება არ ხდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner