logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: ხშირად ერთ იერარქს შეიძლება მიაჩნდეს, რომ რუსეთია ხსნა, მეორეს კი პირიქით
- +

14 ივლისი. 2021. 01:41

 

“სასულიერო პირები ძალიან ხშირად ერთმანეთის საპირისპირო განწყობებს ავლენენ და როდესაც ეს არ არის საყოველთაო საეკლესიო გადაწყვეტილება, ეს რა თქმა უნდა კერძო შეხედულებაა. ხშირად ერთ იერარქს შეიძლება მიაჩნდეს, რომ რუსეთი არის ხნა და მეორეს მიაჩნდეს , რომ რუსეთი არის დაღუპვა. ორივე ადამიანი ჩვენი საზოგადოების განწყობებს გამოხატავს, ასეთია ჩვენი საზოგადოება. სასულიერო პირებს ჩვენგან დირექტივები და გამზადებული ტექსტები, რა ილაპარაკონ, არ აქვთ”, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

პრაიდთან დაკავშირებით, რომელი პოზიცია შეიძლება შევარბილოთ ჩვენ. მხედველობაში ნუ მივიღებთ კონკრეტული მოძღვრის რიტორიკას, და იმ ტერმინოლოგიას რაც მან თქვა. ეს გამოვრიცხოთ, ამაზე ჩვენც გვაქვს რეაქცია. ჩვენს განცხადებებს გაეცანით და იქ ნახავთ. მრევლი და საზოგადოება გააპროტესტებს ყველა შემთხვევაში. როგორ წარმოგიდგენიათ, დაჯდებიან სახლში, ჩართავს ტელევიზორს და უყურებს, როგორ ჩაივლიან რუსთაველზე? ეს ხომ აბსურდების ილუზიიდანაა? საზოგადოება ისედაც გააპროტესტებს. 1 ივლისს დახურულ სივრცეში იკრიბებოდნენ და იქ მივიდა ეს საზოგადოება. ​არ იყო ბევრი ხალხი, რადგან მთელი თვე ემზადებოდნენ 5 რიცხვისათვის, მაგრამ სამში სპონტანურად უამრავი ხალხი შეიკრიბა იქ და ძალიან დაძაბული. და საშიში სიტუაცია იყო იქ. იქ ხომ ჩვენ არ მოგვიწოდებია არც პარაკლისისთვის და შეკრებისთვის. ეს არის საზოგადოება, რომელიც არ გაითვალისწინეს, რომელზეც თქვეს, რომ ესენი არიან ბნელები, მათი სიტყვისათვის არ დატოვეს სივრცე ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიებმა, მათ უთხრეს რომ გარეჯის გასხვისებაში დამნაშავე ადამიანი არის გმირი, ნარკოტიკების მოხმარება არის თავისუფლება და ევროპიზაცია და ა.შ. ჩვენ ხომ ვხედავთ“, - განაცხადა ჯაღმაიძემ

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner