ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები ყველა სხვა ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებული იქნება.
„ოქტომბრის არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება სხვა არჩევნებისგან. განსაკუთრებით წინა რეჟიმის დროს ჩატარებული არჩევნებისგან.
ჩვენ მოსახლეობას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ გამარჯვებას.
რაც შეეხება ჩემს სიაში ყოფნას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს. თუ რა იქნება, ამას საზოგადეობა უახლოეს მომავალში გაიგებს", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.