საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იგორ გიორგაძის შესახებ პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა იგორ გიორგაძის სისხლის სამართლებრივ დევნას აგრძელებს.
„პროკურატურამ განცხადება გააკეთა და ის აგრძელებს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ჟურნალისტების მიერ იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებაზე და „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების შესახებ დასმულ შეკითხვას ხადურმა უპასუხა: „საიდან მოგდით ასეთი იდეები?"