logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაწყებულია
- +

14 ივლისი. 2021. 11:01

 

 

„კორონავირუსის მეოთხე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია, რადგან ბოლო კვირებში შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეში 15-20 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში „დელტა შტამია“ გავრცელებული.

 

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის იმუნიზაციაზე, მოგვიწევს დავეთანხმოთ დასავლური გამოცემების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში „კოვიდის“ დასრულების პერიოდად 2023 წელს ასახელებენ, რაც უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner