logo_geo
eng_logo
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, ვაქცინაცია კი 16 ივლისიდან დაიწყება
- +

14 ივლისი. 2021. 11:17

 

 

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, ვაქცინაცია კი 16 ივლისიდან დაიწყება,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

 

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

 

„ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

 

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე –booking.moh.gov.ge.

 

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

 

„ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner