logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება დღეიდან დაიწყო და მილიონზე მეტი დოზის შემოტანა ეტაპობრივად მოხდება
- +

14 ივლისი. 2021. 11:29

 

 

„ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობა ამ შესაძლებლობას შესაფერისად გამოიყენებს და ვაქცინაციის პროგრამა ძალიან სწრაფად გაფართოვდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„ვაქცინაციის შესაძლებლობების გაფართოებისთვის ეს გარკვეულწილად ახალი ეტაპია. ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობა ამ შესაძლებლობას შესაფერისად გამოიყენებს და ვაქცინაციის პროგრამა ძალიან სწრაფად გაფართოვდება. ვაქცინების მოწოდება დღეიდან დაიწყო. მილიონზე მეტი ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება, რომელიც ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებშია შესყიდული. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ყველა მსურველს, ვინც შესაძლოა, „ფაიზერის“ ვაქცინას დიდი ხანია ელოდება, ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი დაცვა“, - განაცხადა გაბუნია.

 

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner