logo_geo
eng_logo
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაზა „მარმალზე“
- +

21 ივლისი. 2016. 13:36


უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაზა „მარმალზე"


ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე" დისლოცირებულმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაასრულა.


უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაზა „მარმალზე" გაიმართა. 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა სამშვიდობო მისია II ქვეითი ბრიგადის ასეულს გადააბარა.


მისიის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიაზე 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალური მედლები გადაეცათ.


უფლებამოსილების გადაბარების პარალელურად ქართულ ქვედანაყოფებს შორის საპატრულო რაიონის გადაბარება და ქართული ასეულის საპასუხისმგებლო ზონაში ერთობლივი პატრულიც განხორციელდა.


მისიის ოფიციალური გადაბარების დასრულების შემდეგ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია.


 ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე" გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner