logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს
- +

21 ივლისი. 2016. 13:58


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" პროექტების მენეჯერმა არჩილ ნადირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში  გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის უფასო იურიდიულ მომსახურებაზე, რომელსაც „ახალგაზრდა ადვოკატები"  სთავაზობენ.

 

„საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოში ბინადრობის უფლებით, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ გააჩნდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში დაბრუნდებიან 1 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მხრიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე უფასო იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას მიიღებენ.

 

გათვალისწინებულია არანაკლებ 20 ბენეფიციარის იურიდიული მომსახურება. ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხის მაქსიმალურ ათვისებას, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ ბენეფიციარზე მათი საჭიროებიდან გამომდინარე, სრულად დაიხარჯება 500 ლარი.

 

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციართა ინტერესები მოითხოვს 500 ლარზე მეტის დახარჯვას, ორგანიზაცია უარს არ ეტყვის აღნიშნულ ბენეფიციარს მომსახურების გაწევაზე.

 

პროექტი გაგრძელდება 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 29 12 02", - განაცხადა არჩილ ნადირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner