„სააკაშვილის (კალი-გულას) პერიოდში აუტანელი ფორმა მიიღო ბილწობამ, გათახსირებულობამ, ფაშისტობამ, ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებამ“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთს“ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განუცხადა.
„საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ „ნაცები“ აქედან არ მოშორდებიან. სამწუხაროდ, პარლამენტის 2006 წლის დადგენილება, რომელიც ასეთ ხალხს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სარბიელზე გამოჩენას უკრძალავს, არ სრულდება. სააკაშვილის (კალ-გულას) პერიოდში აუტანელი ფორმა მიიღო ბილწობამ, გათახსირებულობამ, ფაშისტობამ, ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებამ. არ შეიძლება, ნორმალურმა საზოგადოებამ ეს მიიღოს“, - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.