ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ეწერში ბიზნესმენ ელგუჯა(ზეხე) გურიელის სამსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. აქვე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლები.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.