logo_geo
eng_logo
ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 22 მიგრანტი დაიღუპა
- +

21 ივლისი. 2016. 14:04


ხმელთაშუა ზღვის ნავით გადაკვეთის მცდელობისას 22 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე" „ტვიტერის" საშუალებით იტყობინება. მათივე თქმით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია მგზავრების დაღუპვა.


„გაურკვეველია, როგორ დაიღუპა ხალხი. როდესაც ჩვენმა გუნდი ადგილზე მივიდა, გარდაცვლილები ნავის ფსკერზე საწვავისა და წყლის გუბეში იყვნენ", - წერს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია „ტვიტერზე".


ორგანიზაციის მონაცემებით, ნავი ზღვაში ლიბიის სანაპიროს მახლობლად აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი 200-ზე მეტი ადამიანი ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე" კუთვნილ გემზე გადაიყვანეს. ნავში, რომელიც ნელნელა წყლით ივსებოდა,  22 ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner