logo_geo
eng_logo
„ნუ მეხებით ხელით“ – დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ აქტივისტს შორის
- +

14 ივლისი. 2021. 16:40

 

 

მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ აქტივისტს შორის კონფლიქტი მოხდა. აქტივისტი სააკაშვილს სთხოვდა, რომ ქალაქ მარიუპოლის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ემუშავა და ახსენებდა, რომ ადამიანი, რომელთანაც სააკაშვილი თანამშრომლობს, ვადიმ ბოიჩენკო, 2014 წელს სეპარატისტებს ემხრობოდა. გთავაზობთ დიალოგის თარგმანს.

 

 

– თქვენ იყავით მარიუპოლში?

 

 

სააკაშვილი: არ ვაპირებ, თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ.

 

 

– რატომ არ აპირებთ ანგარიშის ჩაბარებას, იცით, რომ ბოიჩენკო სეპარატისტი არის? აღმოფხვერით ქალაქ მარიუპოლის კონტრაბანდა და კორუფცია. აქ ჩამოდიხართ და ჰყვებით, როგორი კარგია იმ ადამიანთან, ვინც 2014 წელს დარბოდა და „დიდება დნრ-ს“ ყვიროდა.

 

სააკაშვილი:  წადი აქედან, ბიჭი, მე თვითონ ვიცავდი მარიუპოლს.

 

 

 - კარგით და ვისგან იცავდით მარიუპოლს? – ვისგან იცავდით მარიუპოლს?

 

 

სააკაშვილი: ქართველ ოფიცრებთან ერთად ვიცავდი მარიუპოლს.

 

 

– წესიერად მელაპარაკეთ, მე თქვენი ბიჭი არ ვარ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ აქტივისტებს იჭერენ. აი, ასეთი დეპუტატი ხართ. ამბობთ, უნდა ვიბრძოლოო, მარიუპოლი ბათუმის მსგავსად უნდა ავაშენოო. ბათუმი საქართველოში ააშენეთ!

 

 

სააკაშვილი: წადი აქედან!

 

 

– რა განერვიულებთ, გაუწონასწორებელი ხართ? ნუ მეხებით, მე ჩემს დისტანციაზე ვარ, დახმარებას გთხოვთ, რომ ქალაქ მარიუპოლს დაეხმაროთ.

 

 

სააკაშვილი: არ დაგეხმარებით.

 

 

– და რატომ არ დამეხმარებით, მე საომარი მოქმედებების მონაწილე ვარ.

 

 

სააკაშვილი: არ მახსოვხართ.

 

 

– მეც არ მახსოვხართ, მხოლოდ ტელევიზორიდან მახსოვხართ, სახურავებზე რომ დარბოდით. მე გეუბნებით, დაგვეხმარეთ, ქალაქ მარიუპოლში 52 სეპარატისტული მარკეტია, კონტრაბანდაა და ასე შემდეგ. ვის არ მივმართე, პრეზიდენტის ოფისს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

 

 

დიალოგის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი, აქტივისტმა თავისი აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ ალბათ პოლიციას ურეკავს, რომ მოვიდნენ და დაგვაპატიმრონ, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ არავის არაფერში სჭირდებოდა.

 

 

ვიდეო 1 დღის წინ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ გავრცელდა.

 

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინული ტელეკომანია „უკრაინა 24“-ის პირდაპირ ეთერში მეტად საინტერესო ფორმაში ჩაერთო საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მარიუპოლის საკურორტო სასწაულად გადაქცევა დააანონსა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner