„ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის პარლამენტში ყოფნის მთავარი ამოცანა საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალურად დაზიანებაა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, მე ვციტირებ მათ წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველა ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი დგამს, არის მიმართული ერთადერთი რამისკენ: მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ ისინი ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალური დაზიანებით ისინი აზიანებენ ამ ქვეყნის საზოგადოებასაც და ქვეყანასაც. ამიტომ, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის პოლიტიკური მცდელობა, რომ დაზიანდეს საქართველოს ხელისუფლება. ამ მცდელობით მათ არაფერი გამოუვათ, მათ უბრალოდ ხმები არ ჰყოფნით იმისთვის, რომ მათი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.