პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანიები პოლიტიკაში არიან გადაჭრილები.
სამხარაძის თქმით, მათ საერთო არაფერი აქვთ ჟურნალისტიკასთან.
„ეს ოთხი არხი მანამდეც და ახლაც გადაჭრილი არიან პირდაპირ პოლიტიკაში. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო ის, რომ ისინი შემოვარდნენ პლენარულ სხდომათა დარბაზში და პარლამენტს მორიგი სესიის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რაც არის მიუღებელი ფაქტი. შესაბამისად, მათ ძალიან ღიად წარმოაჩინეს თავისი სახე, რომ ისინი არიან პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რასაც მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა სამხარაძემ.