logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეკლესია და მისი ცალკეული წარმომადგენლები
- +

14 ივლისი. 2021. 18:18

 

 

„მოდით, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეკლესია და მისი ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც ან ძალადობას მიმართავენ, ან რუსული ინტერესების პროპაგანდისტები არიან საქართველოში“, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის დიდი დამსახურებაა ის, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელია.

 

„შესაბამისად, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საქართველოს ეკლესია თავისი არსით, ინსტიტუციურად და პოლიტიკურად ოდესმე იყოს რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, ეს აბსურდული ბრალდებაა ეკლესიის მიმართ, მე ამას არ ვემხრობი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თავად ეკლესიაში შეიძლება იყვნენ ცალკეული იერარქები, ცალკეული პირები, რომლებიც ატარებენ თავიანთ ინტერესებს. ასევე, ცალკეული მღვდელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, შეიძლება მოუწოდებდეს ძალადობისკენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოს ეკლესიას ძალმომრეობა ან რუსული ინტერესების გატარება დავაბრალოთ. შესაბამისად, ის კამპანია, რომელიც დღეს ხორციელდება საქართველოს ეკლესიის მიმართ, უნდა იყოს მიუღებელი ყველასთვის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner