logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: მედიის წარმომადგენლები გაილახეთ განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარ გამიზნულად და გააზრებულად!
- +

14 ივლისი. 2021. 18:19

 

 

ბავშვებოო!

 

მომისმინეთ!

 

ნამდვილად არის რაღაც მიმზიდველი იმაში, ტელეკამერა და მიკროფონი რომ ჰქვია. ადრეულ ასაკში მეც გავლილი მაქვს დამწყების პროფესიული ამბიციის ეგ პერიოდი და ამდენად, თქვენიც კარგად მესმის. ისიც კარგად მესმის (განსაკუთრებით დღეს), ახალგაზრდამ და გამოუცდელმა შეიძლება ვერ გათვალო, ზოგჯერ რა მიზანს ემსახურება და რა დგას „სარედაქციო დავალების“ მიღმა.

 

დრო მოვა და მიხვდებით.

 

დრო მოვა და გაიგებთ, მაგრამ ვშიშობ, თქვენს შემთხვევაში, საშინლად დაბინძურებული მედიაგარემოს პირობებში, მაგ „ბევრი რამის მიხვედრის“ მომენტს დანგრეული კარიერით და წაშლილი პერსპექტივით არ შეხვდეთ!

 

გასული ორი დღე-ღამის მოვლენების უკან, ვისი რა მზაკვრული ჩანაფიქრი და „პოლიტიკური“ მიზნები იმალება, მაგის ღრმა განსჯა-ანალიზს არ დავიწყებ.

 

საწყენს არაფერს ვამბობ - პატარები ხართ ჯერ და მაგის გაგებისთვის სამყოფი არც გამოცდილება და არც ცოდნა არ გაქვთ.

 

მხოლოდ იმას გეტყვით, რისი მიხვედრაც არ გაგიჭირდებათ, თუ უკვე მიხვედრილი არ ხართ! (!!!)

 

ხუთ რიცხვში ორმოცდაათამდე მედიის წარმომადგენელი გაილახეთ და გაილახეთ განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარ გამიზნულად და გააზრებულად!

 

ამ პროვოკაციის შედეგი ის იყო, რომ მეორე საღამოს მომხდარზე „პროტესტის“ გამო, სხვებთან ერთად, მთლიანად ლგბტ შემადგენლობა დადგა პარლამენტის შენობის წინ და ახლა უკვე პოლიციის ალყით დაცულმა, ისე მშვიდად ჩაატარა და ისე ხელისშეშლის გარეშე დაამთავრა აქცია დამაგვირგვინებელი „სალუტით“, წინა დღეს რომ შეძლებდა კი არა, ვერც იოცნებებდა!

 

დარწმუნებული ვარ! მიუხედავად იმისა,  რომ საკუთარ შეცდომებს ალბათ ძალიან ნანობენ, არც ხელისუფლება და არც ეკლესია სულელი არ არის, საკუთარ თავს კომპრომეტაცია მოუწყოს და სხვა ბევრ რამესთან ერთად, იმ ორდღიანი „საპროტესტო“ აჟიოტაჟის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო - როგორმე მათი კომპრომეტირება!

 

ამ მიზნის რეალიზაციას, მეტი დამაჯერებლობისთვის,  მსხვერპლი სჭირდებოდა - ცივი და გარეწარი ტვინით მოფიქრებული და გააზრებული მსხვერპლი!

 

არც საკუთრივ ლგბტ-ს საქართველოში გაჯეჯილება არავის არაფრად სჭირდება!

 

ლგბტ სხვა რამედ სჭირდებათ, ოპოზიციად წოდებულებსაც, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებსაც და ყველა ჩამოთვლილის პატრონსაც. სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური, ფინანსური და უამრავი ბინძური და მერკანტილური მიზნის გამო!

 

აი, რას შეეწირა თქვენი ცხვირ-პირი, ნეკნები და ჯვარი გწერიათ, საფრთხე დაუდგა თქვენს ჯანმრთელობას!

 

დანარჩენიც მოგიყვეთ და აგიხსნათ და გვარებიც ჩამოგითვალოთ, ვისი გეგმა იყო თქვენთვის თავპირის დანგრევა თუ თქვენით მიხვდებით ამ დანარჩენს?!

 

ჩემთვის, ჩვენთვის შვილები ხართ!

 

მაგათთვის, როგორც დასჭირდებათ, ხან საზარბაზნე ხორცი და ხანაც, ფულის საჭრელი მედია!

 

პატარა განსხვავება იმაშია, რომ მაგ ფულის საჭრელი დაზგიდან მიღებული თქვენი ხელფასი ცოტათი მეტია, თქვენი დამრბევი „სპეცკონტინგეტისგან“ განსხვავებით.

 

ახლა თუ მიხვდით, რა ზრახვებით, ვინ და რაც მთავარია, რატომ გცემათ, ხომ კარგი!

 

თუ არა და, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ თქვენც და ყველას, ვინც ამას წაიკითხავს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner