სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ათწლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5 მილიონამდე ევროს, რომ ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
„მოგეხსენებათ, 16 მაისს წარმოვადგინეთ დიდი დოკუმენტი, განკარგულება ლევილის მიმართულებით, ახლა წარმოჩნდა ეს გაწერილი საქმე და ჩვენ შემდგომ ნაბიჯად ველოდებით უკვე ამ ოჯახებისგან საქართველოსთვის მამულის დაბრუნების, გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას.
მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად, ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი.
პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დეტალების დაზუსტების დონეზე", - განაცხადა გელა დუმბაძემ.