logo_geo
eng_logo
გელა დუმბაძე: ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევრო გამოიყოფა
- +

21 ივლისი. 2016. 14:38


სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ათწლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5 მილიონამდე ევროს, რომ ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.




„მოგეხსენებათ, 16 მაისს წარმოვადგინეთ დიდი დოკუმენტი, განკარგულება ლევილის მიმართულებით, ახლა წარმოჩნდა ეს გაწერილი საქმე და ჩვენ შემდგომ ნაბიჯად ველოდებით უკვე ამ ოჯახებისგან საქართველოსთვის მამულის დაბრუნების, გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას.

 

მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად, ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი.

 

პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დეტალების დაზუსტების დონეზე", - განაცხადა გელა დუმბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner