logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტი დავითი: რაც დღეს ხდება, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა ეკლესიის მიმართ მტრობას
- +

14 ივლისი. 2021. 19:21

 

 

„რაც დღეს ხდება, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა ეკლესიის მიმართ მტრობას და მათ უღონო სიცოფეს, რომელთათვისაც ჯვარი სიწმინდე არ არის“, - ამის შესახებ მეუფე დავითმა „ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი ზოგიერთ მედიასაშუალებას და ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპერატორის გარდაცვალებით, ოჯახის ახლობლების გაჭირვებითა და დიდი სულიერი შეჭირვებით ვაჭრობენ.

 

„ამ ფაქტით უკვე სხვადასხვა სატელევიზიო თუ საეთერო გადაცემებში, სხვა სიტყვებს ვერ ვიტყვი- ვაჭრობა ხდება. ეს უკვე ყოვლად მიუღებელია და სიტყვა ძალადობა თუ ეკუთვნის რაიმე მოქმედებას, პირველ რიგში ეკუთვნის ამ გადაცემებში ასეთი ერთი თითქოს დირიჟორის ჯადოსნური ჯოხის აქნევით უამრავი ჟურნალისტი, თქვენი კოლეგები, საეთერო დროის წამყვანები თუ სატელევიზიო მაუწყებლობა როგორ ერთხმად იწყებს ცილისწამებას და ამ ადამიანის ოჯახის ახლობლების გაჭირვებითა და დიდი სულიერი შეჭირვებით ვაჭრობას. ეს არის ისეთი ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენთვის არანაირი იძულება, შეურაცხყოფა მიუღებელია, რადგან უფალი გვასწავლოს სხვა რამეს“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner