logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციის მთავარი ამოცანაა უთანხმოების, პოლარიზაციის გაღრმავება
- +

14 ივლისი. 2021. 19:22

 

 

„საქმე იმაშია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დღეს დგას ძალიან დიდი პრობლემები დღის წესრიგში, ეს არის დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ეკონომიკის აღორძინებასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, უკანონო გატაცებებთან. ამ დროს კი ოპოზიციისთვის მთავარი ამოცანა საქართველოს პარლამენტში არის ის, რომ სიმბოლური ჟესტით პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ძალიან კარგად მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანაა უთანხმოების, პოლარიზაციის გაღრმავება, რასაც არსაით არ მივყავართ.

 

„ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პოლარიზაციის გაღრმავება რაღაც სახით მიდის ძალადობამდე და ეს ძალადობა არავის არ სჭირდება. აქეთკენ მოგვიწოდებენ სტრატეგიული პარტნიორებიც. მთავარი გზავნილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააჟღერა არის, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ყველას მშვიდობისკენ მოუწოდა. ეს იყო იქ მთავარი და არა ეფემერულ სანქციებზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner