სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებლის ციცინო ხარაბაძის ბიძინა ივანიშვილზე სტატუსი ვრცელდება, რომელიც მან თავის გვერდზე გამოაქვეყნა. პოსტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. სტატუსი მრავალმა ადამიანმა საკუთარ კედელზე გააზიარა და დისკუსია გამართა.
„ეს კაცი არც ჩემი ნათესავია, არც მეგობარია და არც არაფერი მაკავშირებს ამ ადამიანთან. უბრალოდ, მე უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს , რამეთუ ვიცი მისი ნაკეთები სიკეთეები, რაც ქვეყნისთვის მართლა გაუკეთებია და დღემდე აკეთებს და ამას თქვენ თუ ვერ ხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ იმსახურებდეს პატივისცემას, ელემენტარულ დაფასებას მაინც ბოლოს და ბოლოს. მე მიკვირს, როცა ასე უდიერად მოიხსენიებთ, ვინც არ უნდა იყოთ, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ, დღეს რომ საქართველო სისხლში არ ცურავს და ცოცხები არავის გაქვთ გაყრილი უკანალში, ამ კაცის დამსახურებაა; დღეს რომ ხმამაღლა ლაპარაკობთ, რაც გინდათ, იმას, ესეც ამ კაცის დამსახურებაა და საერთოდ, თავისუფლად რომ სუნთქავთ და შვილებს არავის უხოცავენ, ოჯახებს არავინ გიმტვრევთ, ბიზნესიც თუ ვინმეს აქვს და შემორჩა კიდევ, ამ კაცის დამსახურებაა და რამდენი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ, ჩვენისთანა უმადური ერი არ არსებობს ეტყობა არსად!!!
სულ პირველად კახეთი სეტყვამ რომ დააზიანა, ახალი მოსული იყო და 80 მილიონი გადაურიცხა ხალხს დასახმარებლად და ხალხმა რა ქნა? წავიდნენ და ზოგი მანქანებზე შემოხტა იმ ფულით და ზოგიც, რა ვიცი, რა ქნა, მარა უბრალოდ აღარ გრცხვენიათ მაინც?! იმას დაგვპირდა, ამას დაგვპირდაო: რას დაგპირდათ, კაცო, გამაგებინეთ მაინც , თქვენ მხართეძოზე წამოწექით და ფულებს ჩაგიჯიბავთო?!
საკმარისია ამდენი ტალახის სროლა ამ კაცზე და არავის მოგცემთ უფლებას, ჩემს გვერდზე რამე ცუდი დაწეროთ, თორემ მერე თქვენს თავს დააბრალეთ!!!
და კიდევ შეუცდომელი არავინაა, ყველა ვცდებით და ზოგი რაღაცეები შეიძლება შეეშალა კიდევაც, მაგრამ, თქვე კაი ადამიანებო, ათასი კაი რომ აქვს გაკეთებული, მაინცდამაინც ის პატარა შეცდომები აღარ ეპატიება?ან თქვენ ვინ ხართ, რომ თქვენი საპატიებელი რამე ჰქონდეს ამ კაცს!!!
ამის მეოთხედი გააკეთეთ თქვენ ქვეყნისთვის და მერე მოდით, მელაპრაკეთ, ბატონო!!!! მორჩა, არ ვაპირებ ამ თემის გარჩევას ვინმესთან და კიდევ გიმეორებთ, რომ არა ეს კაცი, რა დღეშიც იყავით, უარესი დაგვემართებოდა სუყველას!!!!
ცოცხების მოყვარულები ნამდვილად ვერ დაინახავენ, მაგრამ ცოტა შეიკავეთ თავი და ყველაფერს ამ კაცს ნუ აბრალებთ!!!!"- წერს სოციალურ ქსელში ხარაბაძე.