logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: რუსეთი თუ სანქციებს დაგვიწესებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება
- +

21 ივლისი. 2016. 14:54


პარლამენტის წევრი და პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური „რეპორტიორთან"  ყირიმსა და სევასტოპოლის სანქციებთან საქართველოს შეერთებასთან  დაკავშირებით საუბრობს. როგორც მეჭიაურმა განაცხადა, ეს ნაბიჯი  საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება.


„2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციები დაეწესებინა.  წელს საქართველო ამ სანქციებს კიდევ ერთხელ შეუერთდა.

 

თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან რეაქციებს გამოიწვევდა. რუსეთის მხრიდან საქართველოზე დაწესებული სანქციები შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი.

 

იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს არ გადადგამს ჩვენი პროდუქციის, კერძოდ ღვინის და „ბორჯომის" იმპორტის აკრძალვის მიმართულებით",- განაცხადა მეჭიაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner