logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ცხინვალში გახელაძის დატყვევება მუდმივად მედიის დღის წესრიგში იყო
- +

14 ივლისი. 2021. 22:13

 

 

“ზაზა გახელაძის ერთწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის დიდი მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, აგრეთვე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ ზაზას გასათავისუფლებლად”, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

“დიდ მადლობას იმსახურებენ ზაზას ოჯახის წევრები და მათი თანასოფლელები, რომლებიც ამ ოჯახის გვერდით იდგნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ ზაზას გასათავისუფლებლად.

ასევე დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს თემა არ გააცივეს, - ცხინვალში გახელაძის დატყვევება მუდმივად მედიის დღის წესრიგში იყო”, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner