logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილზე: იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ არანაირი „დე ფაქტო“ რეჟიმის მიერ დაზარალებული არ არსებობს - არსებობს ერთი ოკუპანტი - რუსეთი
- +

14 ივლისი. 2021. 22:29

 

 

„ამ ერთ სტატუსში ჩანს რამდენად საშიშია ეს გაუნათლებელი, ხეპრე ხალხი ჩვენი ქვეყნისთვის“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუს ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

 

„ეს კაცი, ხოჯევანიშვილი იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ არანაირი დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაზარალებული არ არსებობს - არსებობს ერთი, ოკუპანტი რუსეთი და მისი მსხვერპლი. აქ საქმე მხოლოდ ტერმინებში არაა, ეს არის დადასტურება და აღიარება, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო მთავრობა აკონტროლებს ვითარებას და არა ოკუპანტი რუსეთი. აი, მაგ პარტიაში თუ კიდე ვინმეს შერჩა გონიერება, იმედია აუხსნიან რაც მიქარა!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner