"ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას”, - განაცხადა “ღამის კურიერის” ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
“ისინი ცდილობდნენ სპეკულირებას და კონკრეტული მედიასაშუალებების პარტიული მენეჯერები გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილს იყენებდნენ, რომ მოეწყოთ არეულობის სცენარი,"- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს.
"ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ამის უტყუარ დასკვნას, სამართალდამცავი ორგანო წარმოადგეს. მე ხომ იურისტი ვარ, იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს 100%-იანი სტანდარტით. ჩვენ ამ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ყველას გვაქვს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.