logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ,,დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე კიტრისა და პომიდვრის დათესვა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილებაა
- +

14 ივლისი. 2021. 23:10

 

 

“დღეს, ძალიან სუსტ და უსახურ ბაქოს ,,ნეფტჩთან" მეორე მატჩშიც დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრიდან გავარდნის შემდეგ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ,,დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე კიტრისა და პომიდვრის დათესვა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილებაა”, - აცხადებს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.

“თბილისის ,,დინამოს" პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას ამ სამიოდე წლის წინათ შესანიშნავი პროექტი ჰქონდა წამოწყებული: დიღმის მასივში, ,,დინამოს" საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე კიტრი, პომიდორი და ხეხილი დათესა.

დღეს, ძალიან სუსტ და უსახურ ბაქოს ,,ნეფტჩთან" მეორე მატჩშიც დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრიდან გავარდნის შემდეგ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ,,დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე კიტრისა და პომიდვრის დათესვა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილებაა.

ვურჩევ ბატონ ფიფიას, აქედანვე დაიწყოს ბაზის მთელი ტერიტორიის დამუშავება საბოსტნედ და სახეხილოდ, მომავალ წელს უხვი მოსავლის მისაღებად.

ბატონო რომან, გისურვებთ დიდ წარმატებებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში”, - აღნიშნავს ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner