მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია! 8 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზას გათავისუფლება მოხდებოდა. დღეს ეს პირობა შესრულდა და ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება!” – წერს გიორგობიანი.