“გახელაძე თავისუფალია!
იმედია, სულ მალე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატყვევებულ ჩვენს დანარჩენ თანამემამულეებსაც ვიხილავთ გარეთ!”, - ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჯერჯერობით არც გარეთ გვაქვს მშვიდობა და არც ქვეყნის შიგნით...
და ვიდრე ჩვენ ერთმანეთი გვძულს,
და ვიდრე ერთმანეთის მიმართ
ტალახის სროლით, ზიზღით, ბოღმის ნთხევით ვართ დაკავებული, ჩვენი მთავარი მტერი, რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. კრემლს შორსმიმავალი და ძალიან მკაფიო გეგმა აქვს - მთლიანად დაისაკუთროს აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი, გააძლიეროს გავლენები და ჩვენი ტერიტორიები საკუთარ ოლქებად აქციოს!
და ვიდრე ჩვენ ამ ეროვნული მნიშვნელობის საკითხშიც კი არ გაგვაჩნია ერთიანობა, პუტინის ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გვაცლის მთავარს, რაც, ალბათ, მართლა ერთადერთია რაც დაგვრჩენია - ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების იმედი!
"თავისუფლების ფასი", - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ახლახანს ანი ნიქაბაძესთან და მონიკა დავლიანიძესთან ერთად გადავიღე და გიზიარებთ. აქ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მძიმე სიტუაციაა ასახული. ვფიქრობ, ბევრ საინტერესო დეტალსაც მოისმენთ, რაც აქამდე არ გაჟღერებულა და მიიღებთ პასუხს კითხვაზე, რა ფასს იხდიან დღეს აფხაზები თავისი "თავისუფლების" სანაცვლოდ...
ეს არის ჩემი ახალი არხის ბმული, სადაც ბოლო პერიოდში ოკუპაციის თემაზე მომზადებულ რამდენიმე სხვა ვიდეომასალასაც მოვუყარე თავი”, - წერს ხოსიტაშვილი.