„ეგრეთ წოდებულმა მედია მენეჯერებმა, რომლებიც რეალურად პარტიული ლიდერები არიან, კიდევ ერთხელ აჩვენეს, საკუთარი ამორალური სახე", - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
"ჩვენ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, ჭუტა, გვარამია და ა.შ. რომლებიც ამ შემთხვევაში ვნახეთ რას აკეთებენ - საკუთარი, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე ცდილობენ არეულობის სცენარის მოწყობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.