logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი შეემატა
- +

21 ივლისი. 2016. 15:04


თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი შეემატა.

 

„ცოტა ხნის წინ კეთილშობილ ირმებს - ყვიყვსა და ლეილას გოგო შეეძინათ. ლამაზია და თვალებმაყვალა", - წერს „თბილისის ზოოპარკი" სოციალურ ქსელში.

 

 

მათი თქმით, პატარა ნუკრის დაბადება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის ზოოპარკი კეთილშობილი ირმების აღდგენის პროექტშია ჩართული.


„მისი დაბადება ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ) კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტშია ჩართული. შარშან, ამ დროს პირრა გაგვიჩნდა. პირველი ახალშობილი წყალდიდობის შემდეგ. ახლა - ეს. ჰოდა, ეს ერთი და სხვა მრავალი", - ამბობენ თბილისის ზოოპარკში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner