“ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებითა და პოლარიზაციის შემცირებით”, - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ყველა ვინც ჟან მონეს დიალოგის ფორმატში იქნება ჩართული მაქსიმუმს გააკეთებს, გამოიყენებს გამოცდილებას და ამ პროცესში საქართველოს სასიკეთოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოში გამგზავრება დიდწილად ზოგად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დამოკიდებული. ჩვენი ყველას სურვილი იყო და არის რომ გამოვიდეთ პანდემიური კრიზისიდან, მაგრამ ახლა საუბარია ახალ ტალღებზე. ზოგიერთ ქვეყანაში მესამე ტალღაა და ზოგან უკვე მეოთხე ტალღაზეა ლაპარაკი.
ევროპარლამენტი ცდილობს ფრთხილად და ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდეს და მესამე ქვეყნებშიც დაიწყოს ვიზეტების განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე, რათა ადგილობრივ არჩევნებს პარლამენტარებმა მონიტორინგი გაუწიონ. დიდი იმედი მაქვს, რომ მეც ვიქნები მომავალ მისიაში. ასევე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცალკეც ვეწვევი ჩემი სოლო ვიზიტით საქართველოს, როგორც მომხსენებელი და ეს შესაძლებელი იქნება ზაფხულის შესვენების დასრულების შემდეგ. როგორც ვიცი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტსაც სურს საქართველოში გამგზავრება. ონლაინ რეჟიმში ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავთ, მაგრამ გვინდა, საქართველოს ვეწვიოთ და იმედი გვაქვს ეპიდემიოლოგიური ვითარება აქ და საქართველოში ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა .