logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე
- +

15 ივლისი. 2021. 03:01

 

 

“ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ყურადღებას აქცევს, იცავს და ზურგს უმაგრებს მათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდა!

 

საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებდნენ ზაზას თავისუფლებისთვის… და ეს დღეც დადგა.

 

ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ და ყოველთვის ყველა ინსტრუმენტს ვიყენებდით უკანონო პატიმრობიდან მათ გასათავისუფლებლად. ეს მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, პრინციპულობას და მოთმინებას. ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო შედეგიანი. ასე იყო ზაზა გახელაძის შემთხვევაშიც.

 

პირველ ყოვლისა, მადლობა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, ამ პროცესში ჩართულ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყებას.. განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც,

 

ზაზას დაკავების მომენტიდან, დგამდა და კოორდინაციას უწევდა მისი გათავისუფლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.

 

ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ყურადღებას აქცევს, იცავს და ზურგს უმაგრებს მათ.

 

რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და საქართველო გამთლიანდება!“, – წერს ირაკლი ბერაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner