ახალი კოვიდ-რეგულაციების გამო, საფრანგეთის ქუჩებში 20 ათასამდე ადამიანი გავიდა. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პარიზსა და სხვა ქალაქებში გაიმართა, პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები გარკვეულ ადგილებში დასაშვებად კოვიდვაქცინის პასპორტის წარდგენისა და მედპერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წესებს აპროტესტებდნენ.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.