პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ზაზა გახელაძე თავისუფალია და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, ვისი დამსახურებაც უდიდესია.
მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა გახელაძის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და მშობლებს! მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსაზღვრო სიყვარულს და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ!“, - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.