საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 1 164 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 382 734-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 503 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 491პირი.