თბილისში, 5 მაისს გარდაცვლილი ყაზახი ქალის, 26 წლის აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული, ბესიკ თორდუა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.
თოდუას ადვოკატისთვის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ასელ აიტპაევა 5 მაისს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თორდუა დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
აისელ აიტპაევას გაუპატიურების საქმეზე დაკავებულია ასევე მურად მეირბეკოვი, რომელიც ყაზახი ქალის სიძეა.
26 წლის აისელ აიტპაევამ, მასზე ძალადობის შესახებ მეგობარს თვითმკვლელობამდე მისწერა.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს და სხეული ფანჯრიდან გადააგდეს.
შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის ქალი, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე აისელ აიტპაევაა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.
2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აისელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მედიაში გავრცელდა ბრალდებული ბესო თორდუას ჩვენება, რომელიც აცხადებდა,რომ აისელი დის ქმარმა გააუპატიურა, თავად კი შვილივით ექცეოდა და აისელთან სექსუალური კავშირი ქალის თანხმობით დაამყარა.
საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი არსებობს.